HomeDocumentgundebiKontakt

ბრეინ–რინგის ინტელექტუალურ ღონისძიებაზე 2008 წლის 15 მარტს დასმული შეკითხვები

  1. ის იყო თავიდან პირველი, რომელიც იყო ღვთისგან... ის თითოეული ადამიანისთვის დამოკიდებულია იმ ენაზე, რომელზეც ლაპარაკი შეუძლია... დაასახელეთ რაზეა საუბარი? J          (კრუპიე) <<სიტყვა>>
  2. 1989 წლიდან 1999 წლამდე ეს სატელევიზიო გადაცემა გადიოდა რუსეთის წამყვან ტელეარხებზე და დიდი პოპულარობით სარგებლობდა... ამჟამად ეს გადაცემა არც ერთ სატელევიზიო რუბრიკაში არ ფიგურირებს, თუმცა უკრაინაში 2006 წლის ოქტომბრიდან აღადგინეს... თანაც ეს ტრადიცია სნგ–ს  რამოდენიმე ქვეყანაში მაინც შემორჩა და მათ შორის ჩვენთანაც საქართველოში, _ ოღონდ არა სატელევიზიო ვერსია...                       http://ru.wikipedia.org                      <<ბრეინ–რინგი>>
  3. თავადაპირვლად ეს სიტყვა ნიშნავდა სიტყვას, ან რაიმე ნათქვამს, შემდგომში ფიქრის ან აზრის მნიშვნელობა მიეცა, ხშირად მოიხსენიება, როგორც არგუმენტთა შესწავლა, თუმცა მისი ზუსტი განსაზღვრება დღემდე ფილოსოფოსთა დისკუსიის საგანია... ის აუცილებლად გვჭირდება ჩვენ, რათა გავიმარჯვოთ ინტელექტუალურ თამაშებში... J                 (კრუპიე)              <<ლოგიკა>>
  4. ეს არის ადამიანის შესაძლებლობა განჭვრიტოს შედეგი, მიზნობრივი მდგომარეობის გათვალისწინების გვერდის ავლით... ეს უნარი ადამიანებს სასწაულის ტოლფას წარმატების აღწევინებს, თუმცა მას მუდამ ვერ ენდობი... რაზეა საუბარი?...                           (კრუპიე)                                             <<ინტუიცია>>
  5. ახალი სტილი, ანუ წელთაღრიცხვის ახალი სისტემა შემოიღეს 1582 წელს. რომის პაპ გრიგოლ მეცამეტეს დროს... მოკლედ შეცვალეს კალენდარი... რას ვუწოდებთ ჩვენ ამ კალენდარს?                                                http://ka.wikipedia.org                                                                               <<გრიგორიანული_კალენდარი>> 
  6. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით ეს დღე არის კალენდრის 74–ე დღე (წელს კი 75–ე) წლის ბოლომდე დარჩენილია 291 დღე... _დაასახელეთ ეს დღე!...            (კრუპიე) <<15 მარტი>>თამაშის დღე:)
  7. ალბათ ყველას გაქვთ ნანახი ასტერიქსი და ობელიქსის ფილმი ან მულტფილმი, სადაც მუდამ გალებისა და რომაელებს შორისაა ბრძოლა ეს პერიოდი მოიცავს ძველი წელთაღრიცხვის დროს... თქვენ უნდა დაასახელოთ  ადამიანის სახელი, რომელიც მუხანათურად მოკლეს 15 მარტს, ის იყო  რომის იმპერატორი, რომელიც მისმა აღზრდილმა გაწირა... (გაადვილება) ცეზარი და  კეისარი...                        http://ru.wikipedia.org                                                                     <<გაიუს იულიუს კეისარი>>
  8. დღევანდელ დღეს, 1959 წლის 15 მარტს გარდაიცვალა თითოეული თქვენთაგანისათვის ნაცნობი მწერალი, დრამატურგი, მსახიობი, თეატრალური მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, რომელიც დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ოჯახში (ზესტაფონში)... ამ ადამიანის გვარი ურყევადაა დაკავშირებული ჩვენს ქალაქთან, _ დაასახელეთ ის!...                                http://ka.wikipedia.org/                                                                                   <<შალვა დადიანი>>
  9. ეს არის მეცნიერება, რომელიც ეფუძნება აბსტრაგირებას, დედუქციურ მსჯელობას და სიმბოლურ ლოგიკას... დაასახელეთ ის!... თითოეული თქვენთაგანი ეუფლება ამ ზუსტ მეცნიერებას სკოლაში...          http://ka.wikipedia.org                                                                                              <<მათემატიკა>>
  10. ერთი კეთილი ადამიანი ღმერთს თხოვს რაც ფული მაქ გამიორმაგე და მათხოვრებს განვიკითხავო... უფალი უსრულებს თხოვნას და ისიც ასრულებს თავის სიტყვას... პირველად მათხოვარს 20 ლარი მისცა და ისევ ითხოვა გაორმაგება, _ მეორედაც 20 ლარი მისცა მათხოვარს და ისევ ითხოვა იგივე, ხოლო როცა მათხოვარს მესამედ მისცა 20 ლარი თვითონ არაფერი დარჩა... რამდენი ქონდა ამ ადამიანს თავიდან ფული?        (რთული)                                                                                                                                                           (ბადრი ქარდავა – ზუგდიდი)                  <<17 ლარი და 50 თეთრი ((17,5X2–20)X2–20)X2–20>>
  11. გუშინ იყო 14 მარტი... ეს დღე არაოფიციალურად არის მათემატიკოსების ერთ–ერთი დღესასწაული, რომელსაც მათემატიკოსები მთელ მსოფლიოში თავისებურად აღნიშნავენ, თან ცდილობენ ღამის 1:59 წუთზე იზეიმონ... რა მათემატიკურ სიმბოლოს უკავშირებენ ისინი ამ დღეს?                              http://ru.wikipedia.org                                                                                     <<პი სიმბოლო 3,14159...>>
  12. დაასახელეთ ქართული დრამატული თეატრი, სადაც სცენისმოყვარეთა სპექტაკლები XIX საუკუნის II ნახევრიდან იმართებოდა. პირველი სპექტაკლი, მოლიერის "ძალად ექიმი", 1869 წლის 11 აპრილს დადგა ანტონ ფურცელაძემ...                                                                                                                                                                               http://ka.wikipedia.org                   <<შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი>>
  13. ეს ქართველი მსახიობი ერთადერთი საბჭოთა მსახიობი იყო, რომელიც შვიდჯერ დააჯილდოვეს საერთაშორისო კონკურსებზე პრემიით „საუკეთესო ქალის როლისათვის“... მას თითოეული თქვენთაგანი იცნობდა... დაასახელეთ ვესზეა საუბარი?                                                                             http://ka.wikipedia.org                    <<სოფიკო ჭიაურელი>>
  14. ბენედიქტ ლინუს ტორვალდსი დაიბადა 1969 წლის 28 დეკემბერს... 1991 წელს ამ ადამიანმა ქვეყანას აჩუქა პირმშო, რომელსაც უკვე საქართველოშიც ყოველი თქვენი თანატოლი იცნობს...  თქვენ უნდა დაასახელოთ მისი პირმშოს სახელი...          http://ru.wikipedia.org       <<ლინუქსი>> ოპერაციული სისტემა
  15. როგორც მოგეხსენებათ თანამედროვე კომპიუტერი და ყველა სხვა ციფრული ხელსაწყო მუშაობს ელექტრონული იმპულსების მეშვეობით, ანუ დადებითი და უარყოფითი ელექტრონული იმპულსებით შეგვიძლია მონაცემების ანუ ციფრული ინფორმაციის შექმნა... რა სისტემა ანუ კოდი უდევს საფუძვლად ციფრულ ტექნოლოგიას?                      (კრუპიე)                              <<ბინარული კოდი>>
  16. ამ ამერიკული ფირმის ნაწარმოები იყო პირველი ნაყოფი კომპიუტერულ ტექნოლოგიის განვითარების ისტორიაში, მათ გამოუშვეს პირველი პერსონალური კომპიუტერი მაუსით...             (მითითება) მისი სახელი ხილთან არის დაკავშირებული             http://ru.wikipedia.org                                      <<apple ეიპლი (ვაშლი)>>
  17. როგორც იცით კომპიუტერი არის გამომთვლელი მანქანა და ის წამში ათობით მილიონ არითმეტიკულ ოპერაციას ასრულებს, ამაში მას ნამდვილად ვერ შევეჯიბრებით, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ის რაც კომპიუტერულ ტექნიკას ჯერ–ჯერობით არ გააჩნია და უფალმა დაგვიფაროს რომ მათ ეს შეიძინონ,...  _ფანტასტიკურ ფილმებში ხშირად ხელოვნურად აჯილდოვებენ კომპიუტერებს და რობოტებს ამით, რაც იწვევს კონფლიქტს მათსა და ადამიანებს შორის... მაშ რა გვაქვს ჩვენ ისეთი, რაც არა აქვთ კომპიუტერებს?                                                          (კრუპიე)                                                             <<ინტელექტი>>
  18. დაასახელეთ სახელმწიფო, რომლის ეროვნული  სახელი მომდინარეობს ამავე სახელწოდების მთისაგან, რომელიც მის ცენტრში მდებარეობს. ის შეიქმნა 1150 წელს. მთის სახელწოდება  იტალიურად „წინასწარმეტყველებას“ ნიშნავს.                http://ka.wikipedia.org                    <<ვატიკანი>>
  19. ბიბლიაშიც და ყურანშიც, იუდეველებისთვისაც და მუსულმანებისთვისაც ის იყო მთელი კაცობრიობის მამა და მან 930 წელი იცოცხლა თურმე... დაასახელეთ მისი სახელი!...                                                                                                                              http://ru.wikipedia.org                                                      <<ადამი>>
  20. როგორც ვიცით ბიბლია არის იუდაისტური და ქრისტიანული რელიგიების "საღვთო" წიგნების კრებული... ბიბლიის რომელ ნაწილს არ ცნობენ იუდეველები?...                                                                                                      http://ka.wikipedia.org                                                               <<ახალი აღთქმა>>
  21. ბერძნულ ვარიანტში აქადური (ღმერთის კარიბჭე), ეს იყო უზარმაზარი ქალაქი ძვ. წ. 2300 წლებში და უდიდესი იმპერიის სატახტო ქალაქი ძვ. წ. 612 წლიდან. ამჟამინდელი ალ ჰილაჰი (ერაყში)... ზოგიერთი ებრაელი მდიდარი ადამიანების ინიციატივა იყო  ეს ადგილი მსოფლიოში საუკეთესო ტურისტულ „მექად“ ექციათ კაზინოებით, ღამის კლუბებით და ა. შ... მაგრამ ისრაელის მთავარ რაბინთა უმკაცრესი გადაწყვეტილებით ეს იდეა განუხორციელებელი დარჩა… დაასახელეთ, რა ერქვა ამ ადგილს ძველად?                                     www.internet.chgk.info                                                               <<ბაბილონი>>
  22. იოსებ სტალინმა ანტისემიტიზმის მსხვერპლთა მოქმედებას ეს ცნობილი გამოთქმა უწოდა, რომელიც სასიკვდილოდ განწირულთა უსიტყვო შეგუებას გამოხატავს საშინელი განაჩენის მიმართ... მაშ რას უწოდებენ ამ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც მსხვერპლს აიძულებს შეეგუოს ნებისმიერ საშინელ სასჯელს სიკვდილის წინ?                                             (კრუპიე)                              <<კრავთა დუმილი>>
  23. ძველ ჩინეთში ამ ცხოველს შოლტით ან ჯოხით ბეგვავდნენ, ძველ ინდოეთში ცოცხლად ასმევდნენ ცხოველის ადუღებულ შარდს, შუა საუკუნეების ინგლისში კი მას ცოცხლად მიაბამდნენ ცხენზე და არბენინებდნენ ცენტრალურ ქუჩებში...  ყველაფერ ამას აკეთებდნენ იმისათვის, რომ მისი ხორცი რბილი ყოფილიყო საჭმელად... რა ცხოველზეა საუბარი?   www.internet.chgk.info    <<კურდღელი>>
  24. აფხაზურად „ახაშალა“ (ახაშვალა) ანუ „მოჯალაბე“ ეწოდებოდა უთვისტომო, უოჯახო ყმა გლეხებს, რომლებიც ტყვეებისგან, ნასყიდი, ან გაჩუქებული, მზითევში მოყოლილი ადამიანებისგან შედგებოდნენ... მათ ქონდათ შანსი გამხდარიყვნენ „ახოიუ“ (მეგრ. „მოინალე“) სამურზაყანოში კი „დოლმახორე“... _რა შემთხვევაში ხდებოდა „ახაშალა“„ახოიუ“?         (კრუპიე)              <<დაოჯახების>>
  25. ბაგრატ პირველი, მისი შვილი კონსტანტინე მესამე, მისი შვილი გიორგი მეორე, მისი შვილი ლეონ მესამე, მისი ძმა დემეტრე მესამე და მისი შვილი თეოდოს მესამე... ვინ იყვნენ ესენი?                  http://ka.wikipedia.org     <<887–978 აფხაზეთის მეფეები (მთავრები) ლეონიდთა სახლი (ანჩაბაძე)>>          
  26. თბილისში არის ერთი ადგილი, მტკვართან ახლოს, რომელიც 1849-51 წლებშია აგებული და რომელზედაც ამჟამად თავისუფალი „სამოქალაქო ბაზრობაა“ გამართული, თუმცა მეცხრამეტე საუკუნეში მას ბუნებრივი დანიშნულება ქონდა, ახლა კი არაბუნებრივი სახელი, თუმცა მის ქვეშ მანქანები დადიან... რა ქვია ამ ადგილს?                          (კრუპიე)                              <<მშრალი ხიდი>>
  27. მისი რაოდენობა ნიორმალური ადამიანის ორგანიზმში ზუსტან 226 ერთეულით განისაზღვრება... დაასახელეთ რა არის ეს?...                           (ზალიკო პერტაია – ზუგდიდი)                 <<ძვლები>>
  28. ისინი მთელი ცხოვრება განუყრელნი არიან, ხშირად ცდილობენ მათი ერთმანეთისგან დააშორებას და ხდება რომ ეს მცდელობა წარმატებით მთავრდება, მაგრამ გარდა უფლისა მათ ბედს ადამიანი მაინც ვერ გადაწყვიტავს,  ისინი სამწუხაროდ დიდ ხანს იშვიათად ცოცხლობენ... დაასახელეთ რაზე ან ვისზეა საუბარი?...                                         (კრუპიე)                                             <<სიამის ტყუპები>>
29. ეს უტკბესი პროდუქტი, რომელიც საოჯახო მეურნეობისგან შეიძლება მივიღოთ, ერთადერთი ნატურალური საკვები პროდუქტია, რომელიც არ ფუჭდება დროთა განმავლობაში...                                                                  (-B1-                http://omedia.ge/gametvforum/lofiversion/index.php/t8507.html )   <<თაფლი>>
ზუგდიდის "ბრეინ–რინგის" ინტელექტკლუბის სახელით: რამაზ ჩაჩიბაია (კრუპიე) (893) 948818